მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:57
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რაკეტებითა და მართვადი ბომბებით შეუტიეს, დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავდა 20

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 09:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით მასშტაბური, კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 20 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმის ადგილებში ხანძარი გაჩნდა და თავდასხმის შედეგად ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ობიექტები.