მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 18:20
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 16:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს, – ინფორმაციას გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონი 10 აგვისტოს საღამოს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქიდან შეფრინდა და შემდეგ კვლავ უკან დაბრუნდა.

უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, რუსული „გერან-3“-ის ტიპის დრონი იყო.

ცნობისთვის, ეს გასული ორი დღის განმავლობაში დრონებით მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევის მეორე შემთხვევაა.

9 აგვისტოს მოლდოვის შტეფან-ვოდას რაიონში დრონი ჩამოვარა და აფეთქდა. ინციდენტის შემდეგ მოლდოვამ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია.