მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:57
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი “საზოგადოებრივი განათლების” პროგრამებისთვის 500 000 დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 12:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

“გარდიანი” წერს, რომ აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი “საზოგადოებრივი განათლების” პროგრამებისთვის 500 000 დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა.

სტატიაში ნათქვამია, აშშ-ის მთავრობა ახლა “ბრიტანულ დემოკრატიაში ჩარევაში” დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდეს, დარეგისტრირდნენ საგრანტო სქემაში დაფინანსების შესახებ”.

“ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ამაყი ტრადიცია გვაქვს და არ გვჭირდება, ტრამპის ფულის ჩარევა ჩვენს დემოკრატიაში” – აცხადებენ ბრიტანეთში.