მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:56
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

დავით მათიკაშვილი – კირცხალიას წერილზე: კულტურის სფეროს ცალკეულ მოღვაწეთა ქმედება უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს

Kvira.ge 11 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას წერილს გამოეხმაურა.

„ბუნებრივია, უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს კულტურის სფეროს ცალკეულ მოღვაწეთა ქმედება; მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდგომ, კულტურის სფეროს ცალკეული წარმომადგენლები აგრძელებდნენ ჩვეულებრივ თანამშრომლობას რუსეთთან, როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და როდესაც აშკარაა დიფ სთეითის სურვილი, რომ საქართველოც იყოს ამ მძიმე ვითარებაში ჩართული, მათ არათუ პოზიცია შეინარჩუნეს, პირიქით, მკვეთრი ანტირუსული პოზიცია გამოხატეს და რუსოფობიაში გადაზარდეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ, თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, მათი რიტორიკა განსაკუთრებით ანტირუსული გახდა.”

კომენტარები

კომენტარი