რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში „თბილისი ენერჯი“ სრული დატვირთვით ჩაერთო

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში „თბილისი ენერჯი“ სრული დატვირთვით ჩაერთო. მათივე ცნობით, განახლებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად შეამცირებს ავარიული დაზიანებების რისკს და აბონენტების უწყვეტ, უსაფრთხო გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში „თბილისი ენერჯი“ სრული დატვირთვით ჩაერთო. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამორტიზებული გაზის ქსელი ევროპული სტანდარტის მილებით იცვლება. დამონტაჟდება უახლესი დაცვის მექანიზმები და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები. რუსთაველის გამზირზე გაზის ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს. განახლებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად შეამცირებს ავარიული დაზიანებების რისკს და აბონენტების უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.