მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 07:07
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, სიკვდილით დასჯა მიესაჯა

Kvira.ge 11 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში, წამებაში, უკანონო დაკავებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, მათ შორის ბავშვების მკვლელობაში.

ეს ასადის წინააღმდეგ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია. სასამართლო პროცესი მის დაუსწრებლად მიმდინარეობდა.

ბაშარ ალ-ასადი სირიაში ხელისუფლებას 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის 2024 წლის დეკემბერში, მეამბოხეების მიერ დამასკოს დაკავების ფონზე, ხელისუფლებას ჩამოშორდა და ქვეყნიდან გაიქცა. ამჟამად ის მოსკოვში იმყოფება.

სასამართლომ სიკვდილით დასჯა ასევე მიუსაჯა ასადის ხელისუფლების დროს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან ათეფ ნაჯიბს.

ცნობისთვის, სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო და თითქმის 14 წელი გაგრძელდა. კონფლიქტს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი