ომანის ყურეში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა

ომანის ყურეში სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ცენტრის ინფორმაციით, ომანის ყურეში სამხედრო ძალებმა სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნეს.
წყაროების თქმით, სავარაუდოდ, გემს პაკისტანის სანაპიროსთან რაკეტა მოხვდა.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო რისკების მართვის ჯგუფმა Vanguard-მა განაცხადა, რომ თავდასხმა პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემ Vela Nova-ზე განხორციელდა.