მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 00:38
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

The Wall Street Journal – ომანის ყურეში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გაუხსნეს

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 21:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

ომანის ყურეში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გაუხსნეს, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებული საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა.

ეკიპაჟმა გაფრთხილება უგულებელყო, რის შემდეგაც გემს ცეცხლი აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენმა გაუხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის.

ცნობისთვის, ომანის ყურეში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემ Vela Nova-ზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს საზღვაო რისკების მართვის ჯგუფმა Vanguard-მა გაავრცელა.