მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 01:59
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადა – თავდამსხმელი დაკავებულია

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 23:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.

შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა.

მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს, შეიარაღებულმა პირმა კი მაღაზიიდან ვერაფერს წაღება ვერ მოახერხა.

ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელი, სოფელ კოლაგის მკვიდრია და ის პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.