სოფელ ბაკურციხეში მაღაზია დააყაჩაღეს – დაკავებულია ერთი ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული მამაკაცი ქსელურ მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შეიჭრა.
შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან თანხას ითხოვდა.
მაღაზიაში მყოფმა პირებმა პოლიციას შეატყობინეს. მამაკაცმა მაღაზიიდან თანხის წაღება ვერ შეძლო, თუმცა, სიგარეტისა და სხვა პროდუქციის გატაცება მაინც მოახერხა.
თავდამსხმელი პოლიციამ მომხდარი შემთხვევიდან მალევე დააკავა. დაკავებული სოფელ კოლაგის მცხოვრებია.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.