ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შემოდგომაზე დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.
„პუტინის გეგმა განსაკუთრებით რთული არ არის: მას სურს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსები მხარს უჭერენ ომს – ყველა პარტია, რომელიც ამ ეტაპზე დაშვებულია, ასე თუ ისე, მშვიდობის წინააღმდეგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ე.წ. არჩევნების შემდეგ პუტინი წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ასეული ათასი რუსის დაჩქარებული წესით მობილიზებას გეგმავს, ხოლო მომავალი წლისთვის – ამავე რაოდენობის შევსებას.
კომენტარები
კომენტარი