მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 10:59
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანისკენ პანამის დროშით მცურავ სატვირთო გემს ორი რაკეტა ესროლეს და შეაჩერეს

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 08:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანისკენ პანამის დროშით მცურავ სატვირთო გემს ორი რაკეტა ესროლეს და მისი მოძრაობა შეაჩერეს.

რაკეტები გემის ძრავს მოხვდა და მისი მართვის სისტემა დააზიანა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, გემი ომანის ყურის გავლით ირანისკენ გაცურვას და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ბლოკადის დარღვევას ცდილობდა.

აშშ-ის სამხედროებმა ირანის პორტებში შესვლისა და გასვლის ბლოკადა ივლისში, აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემდეგ ხელახლა დააწესეს.