მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 15:56
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

სტივ უიტკოფი – მადლობას ვუხდით პრეზიდენტ პუტინს რობერტ გილმანის ჰუმანიტარული საფუძვლით შეწყალებისთვის და ამ პროცესში მისი პირადი ჩართულობისთვის

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 13:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, ამერიკის მოქალაქის, ყოფილი საზღვაო ქვეითის რობერტ გილმანის გათავისუფლებისთვის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდით პრეზიდენტ პუტინს რობერტის ჰუმანიტარული საფუძვლით შეწყალებისთვის და ამ პროცესში მისი პირადი ჩართულობისთვის“, – დაწერა უიტკოფმა X-ზე.

ამასთან, მისი თქმით, გილმანის დაბრუნება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „არაჩვეულებრივი ლიდერობის და ამერიკელების სამშობლოში დაბრუნებისადმი ურყევი ერთგულების“ კიდევ ერთი დასტურია.

უიტკოფის განცხადებით, პრეზიდენტის მითითებით, მან, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ადამ ბოელერმა, სებასტიან გორკამ და ჯარედ კუშნერმა მჭიდროდ ითანამშრომლეს რობერტ გილმანის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის მოქალაქე, რობერტ გილმანი გაათავისუფლა.

“სიამაყით ვაცხადებ, რომ ამერიკის მოქალაქე, რობერტ გილმანი, ყოფილი აშშ-ის საზღვაო ქვეითი, სახლში ბრუნდება! ძალიან გავრცელებულ მედია ისტორიაში – რობერტი რუსეთში 2022 წელს დააპატიმრეს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩემი საუბრების შემდეგ, რუსეთი მის გათავისუფლებას დათანხმდა, დიდწილად ჰუმანიტარულ საფუძველზე“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში