დრონებით თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა

დრონებით თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინამ ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალზე დრონებით იერიში მიიტანა.
„ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა და გამოწვეული ზარალის შეფასება მიმდინარეობს“, – განაცხადა გამოცემის წყარომ.
ტერმინალის მფლობელმა კომპანია Demetra Holding-მა თავდასხმის შედეგად ტერმინალის დაზიანება დაადასტურა.
ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალის დაზიანების მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.