მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 23:42
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – “გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა – სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 21:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

როდესაც ერეკლე მეორემ “გეორგიევსკის ტრაქტატს” ხელი მოაწერა, ამ დოკუმენტმა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა – სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა, – ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის აზრით, აღნიშნულმა შეთანხმებამ ქვეყანა გადაარჩინა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი ბრძნული და უალტერნატივო იყო.

“გეორგიევსკის ტრაქტი სხვა მოცემულობა იყო. ერეკლე მეორეს რუსეთთან ომი არ ჰქონია და სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, ეს შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში ყველა ხელმოწერილი და ხელმოუწერელი შეთანხმება თავზე დაგვახიეს. რუსეთი მაშინაც უზარმაზარი სახელმწიფო იყო, საკუთარი ძალისმიერი პოლიტიკა და ინტერესები ჰქონდა და განხორციელდა ის, რაც განხორციელდა. როდესაც ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა, ამ დოკუმენტმა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მაშინ ერეკლე მეორეს ძალიან კარგად ჰქონდა დანახული ეს ყველაფერი, მათ შორის რისკებიც, მაგრამ რაც მთავარია მას დანახული ჰქონდა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა იმ მომენტში მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის გადარჩენისთვის.

ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, მან შეთანხმების დაცვა ბოლომდე უზრუნველყო, ხოლო გეორგიევსკის ტრაქტიდან საქართველოს ანექსიამდე თითქმის 20 წელიწადი გავიდა. ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა. ჩვენ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე ჰქონდა, გადარჩა და როდესაც ერეკლე მეორე გარდაიცვალა, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები“, – განაცხადა კობახიძემ.