მიკროავტობუსს, რომელიც ხრამში გადავარდა, ტურისტები გადაჰყავდა – გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს

დაშავებული ადამიანების ამოსაყვანად, ამ წუთებში, გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
მიკროავტობუსს, რომელიც კურორტის გზიდან ხრამში გადავარდა, ტურისტები გადაჰყავდა. უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.