მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 23:45
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გერმანიის მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოებას მხარი დაუჭირა

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 21:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

გერმანიის მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოებას დაუჭირა მხარი, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის მინისტრმა კაბინეტმა ახალი ზომები დაამტკიცა, რომლითაც კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური (BfV) და ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) მონაცემთა შეგროვებასა და თავდასხმების აღკვეთის მიზნით ოპერაციების წარმოებას უფრო აქტიურად შეძლებენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ზომები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებასაც ითვალისწინებს.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის სადაზვერვო სამსახურები ოპერატიულ უფლებამოსილებებს მიიღებენ.

„ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს ნამდვილ საიდუმლო სამსახურებად გარდავქმნით“, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.