მედია – აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა, ოლგა სპეფანიშინამ უკანონო შემოსავლის საქმეზე გირაო არ გადაიხადა – შესაძლოა პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართოს

აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა უკანონო შემოსავლის საქმეზე გირაო არ გადაიხადა. ამის შესახებ უკრაინის უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს პრესსამსახურმა მედიასთან დაადასტურა.
მათი თქმით, აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა, ოლგა სპეფანიშინამ არ შეიტანა 6 მილიონი გრივნას ოდენობის გირაო, რომელიც სასამართლომ დაადგინა უკანონო შემოსავლის საქმეზე.
სტეფანიშინას გირაო 11 აგვისტომდე უნდა შეეტანა. ახლა სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ყოფილი ელჩის წინააღმდეგ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.