მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 23:36
სწრაფი სიახლე
სპორტი

მარტინესი შეიძლება “ბარსელონაში” გადაბარგდეს

SportMedia 12 აგვისტო, 2026 · 16:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

თუ „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ხულიან ალვარესის გადაბირება ვერ შეძლო, „ინტერის“ ფორვარდ ლაუტარო მარტინესს შეიძენს.

 

Jijantes FC-ის ცნობით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი დეკო რამდენიმე დღის წინ მარტინესის აგენტს ალეხანდრო კამპანოს შეხვდა და მოლაპარაკება გამართა.

 

28 წლის ლაუტარომ გასულ სეზონში კლუბში 41 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 85 მილიონი ევროა. 

წყარო: Sportall.ge