მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 00:33
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ეს ომია – ფეხბურთელები განებივრებულები არიან” – მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა

SportMedia 12 აგვისტო, 2026 · 18:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„რეალის“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ყოფილ მეკარესთან, იკერ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა, როდესაც ის სათადარიგოთა სკამზე დასვა.

 

„მე ვუთხარი: „არის „ბარსელონა“, არის „რეალი“, ნაკრებში ვისთანაც გინდა იმეგობრე, მაგრამ არა აქ“. ეს ომია, ასეთ დამოკიდებულებას ვერასოდეს ვერ მოვითმენ. როდესაც ვინმე პატივს არ მცემს, პრობლემა წარმოიშვება.

 

პირველად კასილიასმა ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელებისთვის მეტი დასვენების დღეები მთხოვა, მეორედ კი ვარჯიშის ერთი საათით გადადება, რადგან მადრიდში დიდი საცობები იყო. შემდეგ მითხრა: „სასტუმროში წასვლა მინდა. გვირჩევნია მატჩის დღეს პირდაპირ სტადიონზე წავიდეთ”. მალე მივხვდი, რომ მოთამაშეები განებივრებულები იყვნენ“, – თქვა მოურინიომ თავის დოკუმენტურ ფილმში.

წყარო: Sportall.ge