“პორნოს” ვერ ვუყურებ” – პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ბრედ პიტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები სიმულაციას სახეიროდ ვერ ახერხებენ და მზადაა გაკვეთილები ჩაუტაროს.
ჟურნალ Esquire-სთან ინტერვიუში პიტმა მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიისა და პარაგვაის 1/16-ფინალური მატჩი მოიყვანა მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი სამხრეთამერიკელი მოთამაშე მოედანზე დაეცა და მეტოქის მხრიდან უხეშობა ნორმალურად ვერ „გააფორმა“:
„ეს საშინელი სამსახიობო შესრულებაა, რომელიც მინახავს. მესმის, ტაქტიკის ნაწილია, მაგრამ სერიოზული დახმარება სჭირდებათ. ნეიმარით დავიწყებ, რადგან ისე იქცევა, თითქოს ბალერონია. ვაჩვენებ, ტკივილი როგორ წარმოსახოს, თან გამუდმებით არა, რათა მეტად დამაჯერებელი იყოს. სწავლების მთელი პროგრამა მაქვს. როლის ცუდად შესრულებას ჭკუიდან გადავყავარ, ამიტომ არ შემიძლია პორნოს ყურება“.
წყარო: Sportall.ge