ევროპაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა

12 აგვისტოს, ევროპაში, იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღნიშნული მოვლენის საყურებლად მილიონობით ადამიანი ისლანდიასა და ჩრდილოეთ ესპანეთში შეიკრიბა.
ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში მზის სრული დაბნელება ბოლოს 1905 წელს დაფიქსირდა, შესაბამისად, დღევანდელი მოვლენა 120 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევა იყო.
NASA-ს ინფორმაციით, შემდეგი მზის სრული დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება. ის ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, საუდის არაბეთსა და იემენში გამოჩნდება.
კომენტარები
კომენტარი