მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 16:43
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 265-მდე გაიზარდა, 500-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 14:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 265-მდე გაიზარდა,  დაშავებულთა რიცხვი კი 3500-ს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

კოლუმბიის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას ცნობით, მიწისძვრის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 500-მდე ადამიანი ითვლება.

აბელარდო დე ლა ესპრიელას თქმით, მიწისძვრამ 11300-ზე მეტი სახლი დაანგრია, ხოლო 53500-ზე მეტი კი დააზიანა.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.