მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 22:12
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ბორჯღალოსნები” | მეორე ტესტი “ვოლაბებთან” – 2029 წელს ავსტრალიაში

SportMedia 13 აგვისტო, 2026 · 15:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

2029 წელს ბორჯღალოსნები ავსტრალიაში ჩავლენ და ვოლაბებთან ტესტ-მატჩს გამართავენ. ცნობილია, რომ შეხვედრა თაუნსვილში გაიმართება, ზუსტი თარიღი კი მოგვიანებით დაზუსტდება.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2027 წლის მსოფლიო თასზე, ბორჯღალოსნები თაუნსვილში რუმინეთს 3 ოქტომბერს შეერკინებიან.

 

საქართველოს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ აქამდე სამჯერ უთამაშია. პირველი ორი შეხვედრა მსოფლიო თასის ფარგლებში შედგა და 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე, მეტოქეს 75-ე წუთამდე ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, თუმცა დასკვნით წუთებში ორი ლელო გავუშვით და საბოლოოდ ავსტრალიამ 27:8 იმარჯვა.

 

2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის პირველ მატჩში ვოლაბები ორი ლელოთი, ერთი გარდასახვით და სამი ჯარიმით დაწინაურდნენ (21:3). შესვენების შემდეგ ინიციატივას საქართველო დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ორიც თავად გაუშვა – 35:15.

 

2024 წლის 20 ივლისს ბორჯღალოსნები ვოლაბებს პირველად შეხვდნენ მსოფლიო თასს მიღმა. სიდნეიში გამართულ სანახაობრივ მატჩში ავსტრალიას 4 ლელო გავუტანეთ და ბოლომდე თამაშში დავრჩით, თუმცა გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩათ – 40:29.

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge