კაზუსი – ზაბარნიმ სუპერთასის სურათიდან საფონოვი “გააქრო”

პსჟ-ს უკრაინელმა მცველმა ილია ზაბარნიმ გუნდის სუპერთასის სურათი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და იმ ადგილიდან ჩამოჭრა, სადაც მატვეი საფონოვი იყო გამოსახული, რათა რუსი მეკარე არ გამოჩენილიყო.
მოგვიანებით ზაბარნიმ სურათი წაშალა და მხოლოდ საკუთარი ფოტო დადო.
„ასტონ ვილასთან“ მატჩი საფონოვმა შეუცვლელად ჩაატარა, ზაბარნი კი სათადარიგო იყო.
წყარო: Sportall.ge