წყალი 23:00 საათამდე შეწყდება – ნახეთ მისამართები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, მთაწმინდა, ტაბახმელა, თამარ მეფის 26-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თამარ მეფის ქუჩა, გრიგოლ ორბელიანი, შავნაბადის ქუჩა, მარიჯანის ქუჩა, გიორგი ბრწინვალის ქუჩაზე.