მარგუს ცაჰკნა – პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე პროვოკაციული ნაბიჯია

პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების ნაწილია, პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, პუტინის ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება.
„რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. ჩვენ იგივე ტენდენციას ვხედავთ მსოფლიოს მეორე მხარესაც. ესტონეთი იაპონიას გვერდით დგას“, – წერს ცაჰკნა.