მთავარი კონტენტი
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026 | 23:03
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მარგუს ცაჰკნა – პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე პროვოკაციული ნაბიჯია

IPN.ge 14 აგვისტო, 2026 · 21:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

პუტინის ვიზიტი იაპონიის ეტოროფუს კუნძულზე, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების ნაწილია, პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პუტინის ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება.

„რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. ჩვენ იგივე ტენდენციას ვხედავთ მსოფლიოს მეორე მხარესაც. ესტონეთი იაპონიას გვერდით დგას“, – წერს ცაჰკნა.