მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 14:28
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 ერთეული მძიმე ტექნიკა, სანამ პრობლემა სრულად არ აღმოიფხვრება, სამუშოები გაგრძელდება – გიორგი პაპავა

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 12:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში შექმნილი პრობლემების ლიკვიდაციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, – აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

მისივე თქმით, გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად წვიმამ გარკვეული პრობლემები თბილისის ათივე რაიონში შექმნა.

„გზის სავალ ნაწილებზე გადმოვიდა ხრეში და ღორღი, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები, როგორც მძიმე ტექნიკის საშუალებით, ასევე ცოცხალი ძალის დახმარებით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდას. განსაკუთრებით დიდი ნალექი იყო როგორც ვაკეში, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. ყველა პერიმეტრზე ჩვენი თანამშომლები, 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში და სანამ პრობლემა სრულად არ აღმოიფხვრება, სამუშოები გაგრძელდება“, – განაცხადა პაპავამ.

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში, პრობლემები შეიქმნა. დაიტბორა ქუჩები და სარდაფები, ასევე მეტროს სადგურები – „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი იყო თამარაშვილის გამზირზე. გაზსადენი მილის დაზიანების გამო კი, ჩიქოვანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. გზები და ქუჩები ამ წუთებშიც იწმინდება.