მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 14:32
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 11:53 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა, 560 კაფსულა

ფსიქოტროპული პრეპარატი  – ,,პრეგაბალინი“, რომელიც მათ სამგზავრო ჩანთაში ჰქონდათ განთავსებული.ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.