ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინდონეზიაში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა) ფლორესის რეგიონში, ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა.
აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის გუბერნატორმა, ემანუელ მელკიადეს ლაკა ლენამ განაცხადა, რომ მიწისძვრას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.
მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, თუმცა მოგვიანებით გააუქმა.
მიწისძვრის შედეგად კუნძულ ფლორესზე სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები, სკოლები, სამედიცინო რელიგიური დაწესებულებები დაზიანდა.