მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 18:26
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება… – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 16:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ასევე დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს კი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).