მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 19:03
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ვინ არის და რას ჰყვება, ერთადერთი ქართველი, ცურვის უსინათლო მასწავლებელი? (ვიდეო)

Ambebi.ge 15 აგვისტო, 2026 · 17:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

“ადამიანები ჩემთან იმიტომ სწავლობენ ცურვას მარტივად, რომ თუ არ ისწავლიან თავიანთ თავს უნდა დააბრალონ, რადგან მწვრთნელი მათ ვერ ხედავს, ეს ძალიან საინტერესო მოტივაცია და ფენომენია (რა თქმა უნდა, ვხუმრობ), თუმცა ბევრი ადამიანისთის მოტივაციაა ის, რომ სადაც მე შევძელი ცურვის სწავლა მხედველების გარეშე, ისინიც აუცილებლად შეძლებენ”, – ამ სიტყვებით დაიწყო ცურვის უსინათლო მასწავლებელმა, ნიკა თვაურმა ჩვენთან საუბარი.

ის საქართველოში ერთადერთი ცურვის უსინათლო მასწავლებელია. ამბობს, რომ ხალხს ეს ამბავი წარმოუდგენლად და დაუჯერებლად ეჩვენებათ, თუმცა ფაქტი სახეზეა, ნიკა წლებია, რაც ცურვას ასწავლის და ამბობს არცერთი უკმაყოფილო მოსწავლე არ ჰყოლია.

“ხალხს ჯერ კიდევ ვერ წამოუდგენელია, მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი, ამერიკაშიც არის ცურვის უსინათლო მასწავლებელი. ვარ მოცურავე, პარა-ათლეტი, მწვრთნელი. ერთი წლის წინ ავიღე საერთაშორისო ლიცენზია ამერიკული ცურვის აკადამიის. მაქვს კურსები წყლის შიშის გადალახვის. ცურვის დახვეწის. ექსტრემალური ცურვის. საკუთარი თავის და სხვისი გადარჩენის. ასევე, მაქვს 16-წლიანი გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში. ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი მსოფლიო ჩემპიონატზე. ვარ ბევრი საერთაშრისო ტურნირის გამარჯვებული. ადამიანმა ცურვა თუ საერთოად არ იცის მასთან ერთად წყალში გვიწევს ხოლმე ჩასვლა. ძირითადად, 5-6 გაკვათილში სწავლობენ ცურვას,” – ამბობს ნიკა თვაური.


<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/R-ROB9ERbrA?si=fV5WrnH8Kn3CrGqS” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” referrerpolicy=”strict-origin-when-cross-origin” allowfullscreen></iframe>

გვიყვება, რომ მხედველობა 2000 წლის 1-ელ იანვარს, 16 წლის ასაკში აფეთქების შედეგად დაკარგა. მას შემდეგ, ბევრი სირთულე გამოიარა. რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად მხედველობა ვერ დაიბრუნა. ტრაგედიის შემდეგ, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, მას ჰქონდა უმოქმედობისა და უმძიმესი დეპრესიის პერიოდი.

“1-ელ იანვარს საბრძოლო ნივთიერება ამიფეთქდა ხელში. დავკარგე ხელის მტევანი და მხედველობა. მხედველობა არასდროს აღარ დამიბრუნდება. მივხვდი რომ უნდა შევგუებოდი და რაღაც უნდა მეკეთებინა. აღმოჩნდა რომ ეს საქმე კარგად გამომდის.

საქართველოში საზოგადოება ისე იყო მიჩვეული რომ არაფერი არ უნდა მეკეთებინა. აუზზე შესვლაც კი აკრძალული მქონდა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩემს მწვრთნელს ხელწერილი დააწერინეს, რომ თუ რამე დამემართებოდა ის აგებდა პასუხს. მხოლოდ ამის შემდეგ შემიშვეს აუზზე. დღეს კი ხდეავთ, რომ ცურვას სხვებს ვასწავლი,” – ამბობს ცურვის უსინათლო მასწავლებელი.