მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 17:15
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

IPN.ge 16 აგვისტო, 2026 · 15:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.