მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 17:53
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

უნგრეთში ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა (ვიდეო)

Ambebi.ge 16 აგვისტო, 2026 · 16:35 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

უნგრეთში, ავტომაგისტრალზე ღამით პოლონური ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა , – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დღეს დილით, აღმოსავლეთ უნგრეთში, ქალაქ მეზოკერეშტეს ახლოს, ავტობუსი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა. პოლიციის ცნობით, ავარიის დროს ავტობუსი ქალაქ ნირეგიჰაზას მიმართულებით მიდიოდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI-ის ცნობით, ავტობუსში 57 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.

  • ავარიას პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი გამოეხმაურა.

„ღრმა მწუხარებით მივიღე უნგრეთში პოლონური ავტობუსის ავარიის ტრაგიკული ამბავი, რომლის დროსაც ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ“, – დაწერა მან X-ზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით უნგრეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფებიან.