ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობა 47-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობა 47-მდე, დაშავებულების კი – 13-მდე. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრისა და 341 შემდგომი ბიძგის შედეგად 900-ზე მეტი სახლი და ასობით სხვა დანიშნულების შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. თუმცა, კატასტროფის სრული მასშტაბები ჯერ კიდევ უცნობია.
5 000-ზე მეტი ადამიანი საევაკუაციო თავშესაფრებში რჩება.
შეგახსენებთ, ინდონეზიაში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა) ფლორესის რეგიონში მოხდა.