მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 23:38
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გერმანიიდან საქართველოს 46 მოქალაქე დაადეპორტეს – რას წერს გერმანული მედია

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 20:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

გერმანული გამოცემა saechsische.de-ს ცნობით, საქსონიის აეროპორტიდან სპეციალური ჩარტერული რეისით საქართველოში ათეულობით მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

საერთო ჯამში, გერმანიის სხვადასხვა ფედერალური მიწიდან სამშობლოში 46 ადამიანი დააბრუნეს, საიდანაც 27 პირი უშუალოდ ლაიფციგიდან იყო. გავრცელებული ინფორმაციით, საქსონიიდან დეპორტირებულთა შორის ორი ნასამართლევი პირიც იმყოფებოდა.