ჩაქვში, მატარებლის დაჯახების შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

ჩაქვში, სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
- გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლით დაიწყო.