მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026 | 00:53
სწრაფი სიახლე
სპორტი

[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი – “რასინგმა” და “ვილიარეალმა” ქულები გაიყვეს

SportMedia 16 აგვისტო, 2026 · 17:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

14-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნებული „რასინგი“ პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ვილიარეალს“ დაუზავდა – 2:2.

 

მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო გიორგი გულიაშვილი, რომელმაც გასული სეზონის ბოლო მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად ინდივიდუალურად ვარჯიშობს. 

 

პირთამდე სავსე სტადიონზე საზეიმო განწყობა იყო და თამაში მართლაც ლამაზი სანახავი გამოვიდა. „რასინგი“ 2:0 დაწინაურდა, მაგრამ პირველი ტაიმის დასასრულს სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. ჯერ გუიემ გაიტანა, მერე კი მიქაუტაძის პასით პეპემ.

 

შეხვედრის მეორე ნახევარში უპირატესობას „ვილიარეალი“ ფლობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა.

 

23 აგვისტოს „რასინგი“ „ხეტაფეს“, „ვილიარეალი“ კი „ატლეტიკოს“ ესტუმრება.

 

სანტანდერი. „სარდინერო“

რასინგი – ვილიარეალი 2:2

გოლები: 1:0 მარტინი (21, პენ), 2:0 მარტინესი (34), 2:1 გუიე (45), 2:2 პეპე (45+1)

წყარო: Sportall.ge