მთავარი კონტენტი
Monday, 13 July, 2026 | 21:03
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

CNN – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დარტყმების ინტენსივობის ფონზე, ნავთობის ფასები იზრდება

IPN.ge July 13, 2026 5:51 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის თავდასხმების ინტენსივობის ფონზე, ნავთობის ფასები იზრდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 3.60%-ით გაიზარდა და ბარელზე 78.7% დოლარი შეადგინა. ამერიკული, WTI-ის მარკის ნავთობის ფასი კი 3.50%-ით გაიზარდა და ბარელი $73.92 ღირს.

როგორც CNN წერს, მიუხედავად ამისა, ნავთობის ეს ფასები ბევრად ჩამოუვარდება ომისდროინდელ ფასებს, მაგალითად, როდესაც Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 120 დოლარზე მეტი იყო.

საინვესტიციო ბანკ Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ირანსა და ამერიკას შორის დაპირისპირება სულ უფრო მეტად ფოკუსირდება ჰორმუზის სრუტეზე.

როგორც მასალაშია აღნიშნული, ირანი აცხადებს, რომ სრუტე ფაქტობრივად დაკეტილია და გემებს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ ტრანზიტისგან. ამის პარალელურად, აშშ-ის ოფიციალური პირები სრუტის ღიად დარჩენაზე მიუთითებენ და კომერციულ გემებს „აქტიურად აცილებენ სრუტეში“.

„გემების დაზიანების, რაკეტებისა და დრონების პრევენციული განადგურების, სპარსეთის ყურის მასშტაბით სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შესახებ ცნობები ხაზს უსვამს კონფლიქტის მასშტაბების გაფართოებას“, – აღნიშნეს ბანკის ანალიტიკოსებმა ორშაბათს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.