მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 01:03
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

“ამიერიდან, აშშ ცნობილი იქნება, როგორც “ჰორმუზის სრუტის მცველი” და ანაზღაურების სახით, ამ სრუტის გავლით გადაზიდული ყველა ტვირთის 20%-ს მიიღებს” – დონალდ ტრამპი

Ambebi.ge July 13, 2026 8:40 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა აღადგინა.

“ჰორმუზის სრუტე ღიაა და ღია დარჩება, ირანთან ერთად თუ მის გარეშე. ჩვენ აღვადგენთ ირანის ბლოკადას, რომელსაც ასე იმიტომ ეწოდა, რომ ის მხოლოდ ირანის გემებს ან კლიენტების შესვლასა და გასვლას აჩერებს. ყველა სხვა ქვეყანას ექნება სრუტის სამართლიანი და თავისუფალი გამოყენების უფლება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.

მისი თქმით, აშშ ანაზღაურების სახით ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდული ყველა ტვირთის 20%-ს მიიღებს.

“ამიერიდან, აშშ ცნობილი იქნება, როგორც “ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას გადაზიდული ტვირთის 20% აუნაზღაურდება ყველა იმ ხარჯისთვის, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ არასტაბილურ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. პროცესი და ფორმირება დაუყოვნებლივ დაიწყება“, – აცხადებს ტრამპი.