მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 17:06
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

შავ ზღვაში რუსული ნავთობით დატვირთულ ბერძნულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა

Kvira.ge 18 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის მახლობლად, რუსული ნავთობით დატვირთულ ბერძნული კომპანიის მიერ ოპერირებულ ტანკერ „Skiros“-ზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით, წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ტერმინალთან მოხდა, მას შემდეგ, რაც გემმა რუსული წარმოშობის ნავთობი ჩაიტვირთა.

„Skiros“ Suezmax-ის კლასის ტანკერია და დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობის გადატანა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ CPC-ის ტერმინალი ძირითადად ყაზახურ ნავთობს ახორციელებს, ამ შემთხვევაში ტანკერზე არსებული ტვირთი რუსული წარმოშობის იყო.

თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. ასევე, ამ დროისთვის ნავთობის დაღვრის ან ზღვის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

კომენტარები

კომენტარი