მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 17:06
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რა მოხდა ბათუმის ბულვარში? – დაჭრილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი

Ambebi.ge 18 აგვისტო, 2026 · 13:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ბათუმის ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.

  • Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მეორე პირმა კი საპასუხოდ დანა გამოიყენა.

დაშავებული ახალგაზრდები ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

კლინიკაში მოთავსებული ორივე პირი სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე პირები მხილებული არიან. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.