ცნობილია, მარნეულში, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული კაცის ვინაობა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ახალგაზრდა კაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 41 წლის ვალერი ზავრაშვილი სახურავიდან ჩამოვარდა და მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.