მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 16:54
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი მესიის მახვილი ქორონიკონი 394 – რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დასტური

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 15:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

არქეოლოგიურილმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში,  თამარ მეფის მამის- გიორგი III -ის პერიოდის  შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.

მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია . მონეტის შუბლზე გამოსახულია, მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის. 

მონეტის არეზე, კი ქართული მხედრული  წარწერით წერია  გიორგი მეფის სახელი და  ასოთმთავრული წარწერა-  ქორონიკონ 394.  მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება – მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი”. 

რუსთავის სასახლეზე აღმოჩენილი მონეტა, უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც რომ,  ეს არის დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტა,  რომელზეც  მხედრული წარწერაა დატანილი  და ქორონიკონით თარიღება.

რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ,  მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში,  სასახლის I, III, IV, V ოთახები სრულად შეისწვლა.

ამ ეტაპზე  მომდინარეობს V დარბაზის გათხრები სადაც , კარგად შემონახული ხის იატაკი,  დიდი ოდენობით ფეტვი, და მარცვლეული, ფეტვით სავსე თიხის დერგი იქნა ნანახი. მნიშვნელოვანი  აღმოჩენები გაკეთდა  III  ოთახშიც, სადაც უნიკალურად მოხატული ჭურჭელი,. ადგილობრივი წარმოების მინის სასმისები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამები, ქვაბ- ქოთანი,  მონეტები  და სხვა არტეფაქტები იქნა ნანახი.  აღნიშნული ექსპონატები XII- XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სასახლის ქვედა ფენებიდან, კი ანტიკური პერიოდის ჭურჭელია ამოტანილი.