მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 16:09
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 13:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰოსამ ჰასანი მისი ორი ცოლის მონაწილეობით მომხდარი ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას Bild-ი არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 60 წლის მწვრთნელი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად ეგვიპტელის მდგომარეობა სტაბილურია.

ინციდენტი ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მწვრთნელის ორ ცოლს შორის სიტყვიერი შელაპარაკება საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც ოჯახის სხვა წევრები და პერსონალიც მონაწილეობდნენ.

ჰასანის პირველმა ცოლმა, ჰავაიდა ალ-გარბავიმ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებში საჩივარი შეიტანა, თუმცა მოგვიანებით ის უკან გამოითხოვა.

ეგვიპტეში ერთზე მეტი ცოლის ყოლა კანონით ნებადართულია. ჰავაიდაზე ჰასანმა 1994 წელს, მეორე ცოლზე კი 20 წლის შემდეგ იქორწინა. სხვა მედიასაშუალებები წერენ, რომ ჩხუბი მწვრთნელის ყოფილ და მოქმედ ცოლებს შორის მოხდა, კაცი კი ცუდად მათი გაშველების მცდელობისას გახდა.