მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 17:43
სწრაფი სიახლე
სპორტი

პოგბამ “მონაკოსთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა

SportMedia 19 აგვისტო, 2026 · 09:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა “მონაკომ” გვაუწყა, რომ 33 წლის ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. 

 

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი Louis II-ზე გასული სეზონის დასაწყისში, მას შემდეგ გადავიდა, რაც სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის მისი საწყისი ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია შეუმცირა.

 

მან ყველა ტურნირზე 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია. 

წყარო: Sportall.ge