მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 17:57
სწრაფი სიახლე
სპორტი

“რომამ” 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა

SportMedia 19 აგვისტო, 2026 · 12:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

იტალიურმა “რომამ” ოფიციალურად გვაცნობა, რომ “პორტოდან” 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი როდრიგო მორა დაიმატა, რომელსაც კონტრაქტი 2031 წლამდე გაუფორმა. 

 

გარიგების საფასურმა 25 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 2 მილიონი ბონუსებით დაემატება. გარდა ამისა, ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდან, “პორტო” თანხის 50%-ს მიიღებს და ამასთანავე, ტრანსფერისთვის “მგლები” აგენტის საკომისიოს 10%-ს გადაიხდიან. 

 

მორა “პორტოს” აღზრდილია. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. 

წყარო: Sportall.ge