უკრაინული მედია – უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ანდრეი სიბიგას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი 266-მა დეპუტატმა დაუჭირა.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარას კანდიდატურას კი ხმა 312-მა დეპუტატმა მისცა.
ევგენი ხმარამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვი შეცვალა, რომლის გათავისუფლებას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ 16 ივლისს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
უკრაინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
18 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას სიბიგასა და ხმარას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებად დანიშვნის წინადადებები წარუდგინა.