მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 21:35
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჟიტომირში პოლიციის შენობის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 20:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ჟიტომირში პოლიციის შენობის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მაქსიმ ცუცქირიძის თქმით, თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა „ბანდეროლის“ ტიპის დრონებით მოხდა. თავდასხმამ სახურავსა და მეოთხე სართულზე ხანძარი გამოიწვია.

ადგილზე მაშველები, მედიკოსები, პოლიცია და სხვა სამსახურები მუშაობენ.